ვიქტორ დოლიძემ საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის პირველი სხდომა შეაფასა

12/10/2017

„დღეს იწყება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი და კონსულტაციები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თემებთან დაკავშირებით ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ჩვენ ამგვარი მოთხოვნა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერშისაქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უმაღლეს დონეზე, საბჭოზე დავაყენეთ და შევთავაზეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს კონკრეტული მიმართულებები,თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ. მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ-რიგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტში კიდევ უფრო აქტიური ჩართვა და კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა.
საქართველო არის ძალიან სერიოზული კონტრიბუტორი როგორც ევროპული, ასევე, საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში. საქართველო არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ავღანეთში ნატოს ოპერაციაში, არამედ იგი ასრულებს თავის როლს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის, ე.წ.CSDP ფარგლებში ცენტრალურ აფრიკაში,მალიში და ჩვენ მზად ვართ, ამგვარი თანამშრომლობა გავაგრძელოთ მომავალში.
საქართველო რომ არის ევროკავშირის ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორი საგარეო, ასევე, გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში, ამას ადასტურებს ევროკავშირის დოკუმენტი მათი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი ორმხრივი სწრაფვა, რათა ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად გაღრმავდეს.
ბუნებრივია, კონსულტაციების პირობებში გამოიკვეთება ის კონკრეტიკა და მეტი დეტალები საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ წარვმართავთ მომავალ თანამშრომლობას“,განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისრმა ვიქტორ დოლიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0