ვიქტორ დოლიძე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

22/02/2017

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.
მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასა და მედია თავისუფლების მნიშვნელობაზე, რომელიც მხარეებმა დადებითად შეაფასეს.
„ძირითადად ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, საარჩევნო რეფორმაზე. ასევე, 2016-2019 წლების ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმაზე საქართველოში, რომელიც ძალიან მრავლის მომცველი დოკუმენტია და ის ყველა მიმართულება, რომელიც მოიცავს როგორც დემოკრატიულ განვითარებას, ასევე, სექტორულ რეფორმებს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ძალიან სასიხარულოა, რომ წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვექნება მომავალ წლებში გასაკეთებელი ერთად და დიდი იმედი მაქვს იმ მხარდაჭერის, რომელსაც აქ, თბილისში აწარმოებს მუდმივი წარმომადგენლობა.“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0