ვფიქრობ, მნიშვნელოვანი 3 წელი გავიარეთ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ამოქმედდა

01/09/2017

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი 3 წელი გავიარეთ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ამოქმედდა.იგივე მართლმსაჯულების თემა იქნება ეს, ეკონომიკური დაახლოება. თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია არის უმნიშვნელოვანესი ღერძი ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობის და ის, რომ ორივე პრაქტიკულად წარმატებით კარგად მიმდინარეობს და გვაქვს ნაბიჯები წინ, ვფიქრობ, რომ ბევრის ამსახველია, მათ შორის, ჩვენი როგორც შიგნით მუშაობის, ასევე, ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის“- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0