ზედა საქარაში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

13/02/2017

ზედა საქარაში სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 9493 ათას ლარს შეადგენს. სანიაღვრე არხის მოწყობით ზედა საქარაში მცხოვრებ მოსახლეობას (ფუტკარაძეების უბანი), საუბნო გზისა და ეზოების დატბორვის საშიშროება აღარ ემუქრება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ამ – ნარა“ აწარმოებს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა მახათაძე. ზედა საქარის სანიაღვრე არხი ერთ – ერთია იმ 5 პროექტთა შორის, რომლის კეთილმოწყობაც ამჟამად ხორციელდება მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 მისამართზე და სოფელ კვალითის ადმინისტრაციული შენობის სახურავის მოწყობა. ხუთივე პროექტის უზრუნველსაყოფად 65 000 ლარია განსაზღვრული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0