ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა აფხაზეთის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

27/09/2017

სოხუმის დაცემიდან 24 წლის შემდეგ, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა პატივი მიაგეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, ყვავილებით შეამკო აფხაზეთის მოვლენების დროს გარდაცვლილი ზაზა გაჩეჩილაძისა და გიორგი მემანიშვილის სახელობის მემორიალი. სასულიერო პირებმა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მემორიალთან დღეს ზაზა გაჩეჩილაძისა და გიორგი მემანიშვილის ოჯახის წევრებიც შეიკრიბნენ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ჯარებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. უახლესი ისტორიის მოვლენებს დაუზუსტებელი ინფორმაციით 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.ზესტაფონის

Tweet about this on TwitterShare on Facebook0