ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა „ორიონელებს“ საახალწლო საჩუქრები მიუტანა

27/12/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს საახალწლო საჩუქრები მიუტანა. სასაჩუქრე ნაკრები „ორიონელებს“ მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ გადასცა და ცენტრის აღსაზრდელებს დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა. საჩუქრების დარიგების შემდეგ, კახაბერ მახათაძე „ორიონის“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო. სოციალური აქტივობა, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა, ერთჯერადი ხასიათის არ არის. თვითმმართველობა ეტაპობრივად აწყობს სოციალური მიმართულებით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0