ზესტაფონში აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

04/05/2017

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში „აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა, მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. პროგრამა მოიცავს კომპონენტებს, როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისათვის. შეხვედრა მუნიციპალიტეტის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. პროექტის პრეზენტაციას გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0