ზესტაფონში თხილის მწარმოებელ – გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

27/06/2017

სოფელ ქვედა საქარაში თხილის მწარმოებელ – გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ახალი საწარმოს გახსნას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივი „ტირიხულა“ 2015 წელს ჩამოყალიბდა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზებლო პროგრამის ( ENPARD ) – ის და მის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე ფერმერების კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ ფარგლებში, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია თხილის მოვლა – მოყვანაზე, გადამუშავებასა და რეალიზაციაზე. ენპარდის პროგრამის ფარგლებში კოოპერატივს გრანტის სახით 157833 ლარის ღირებულების მანქანა – დანადგარები გადაეცა, ხოლო საწარმომ 55000 ლარის თანაინვესტიცია განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0