ზუგდიდში ნაპირსამაგრების მოწყობაზე 2 754 848 ლარი იხარჯება

02/10/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ენგურის მონაკვეთზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც მილიონ ლარამდე იხარჯება. ნაპირსამაგრები ეწყობა მდინარე ენგურის ტყაიასა და კოკის მონაკვეთებზეც. ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე ჯამში 2 754 848 ლარი იხარჯება. სამუშაოები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ძლიერი წვიმის დროს, მდინარე ენგური დიდდება და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ამიტომაც ეს პრობლემა გადაუდებელ მოგვარებას საჭიროებდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0