ზურაბ ალავიძემ სამეგრელოს სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია დაათვალიერა

25/02/2018

სოფლებში შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამჯერად სამეგრელოს რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძე ზუგდიდს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
5-კმდე მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება სრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 000 000 ლარია.
მინისტრის თქმით, სოფლებში შიდა გზებზე საკამოდ რთული ვითარებაა, რადგან ათეული წლებია ინფრასტრუქტურის განახლება არ მომხდარა.
“დონორების დახმარებით და საბიუჯეტო სახსრებით მილიონობით ლარს ვხარჯავთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას უკვე ვასრულებთ. ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გზასთან ერთად აქ გაკეთდება სანიაღვრეები და მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. რეგიონებში აქტიურად ვმუშაობთ საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწერსიგებლად, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნათ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები”- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0