ზურაბ ალავიძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

14/02/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა პოლონეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე, განსაკუთრებულად აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე და მჭიდრო კავშირების მნიშვნელობა. მარიუშ მაშკიევიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0