წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD). საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროექტები განიხილა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში EBRD-ის მმართველ დირექტორთან, ფრანსის მალიჟესთან შეხვედრისას.
მხარეებმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით ბანკის სამომავლო გეგმებიც განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ აქტიურად თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
ზურაბ ალავიძე EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
16/07/2017