ზურაბ ნასარაია, სამივე მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს შეხვდა

30/04/2019

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და რეგიონის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სამივე მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან, მათ საჭიროებებზე და პრობლემებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. ზურაბ ნასარაიამ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ და ყურადღება სკრინინგის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღსანიშნავია ისიც, რომ გურიაში, მიმდინარე წელს 17 ამბულატორიის რეაბილიტაცია დაიწყება და აშენდება 6 ამბულატორია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0