ზურაბ ნასარაია, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

22/03/2019

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაფართოება, გურიის რეგიონის სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით. ისაუბრეს გურიის სავარაუდო სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალზე და სომხურ მხარესთან თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საელჩოს წარმომადგენლები და სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული-ეღიშე სარგისიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0