ზურაბ პატარაძე გომის მთაზე შუამთობის დღესასწაულს დაესწრო

12/08/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციაპლიტეტის გომის (თაგინური) მთაზე შუამთობის სახალხო დღესასწაულს დაესწრო და მემთეურებს დღესასწაული მიულოცა. სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დ სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული სანახაობები. დღესვე გომის მთაზე (მთა თაგინური) ელექტრო გადამცემი ხაზების დადგმაც აღინიშნა. გასულ კვირაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტის 6 მთის ელექტროფიკაციის პროცესს გაეცნო. იალაღების ელექტროფიკაცია შუახევის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს. უკვე დასრულების პროცესშია ჩირუხის, კატრიანი-ყავრიანი-გრძელგორის და მერიაყელის მიმართულებით მთების ელექტროფიკაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0