თავდაცვის მინისტრის მოადილე აშშ-ის ომის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა

06/03/2017

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი აშშ-ის საჰაერო ძალების ომის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრას ასევე, დაესწრო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აშშ-ის საჰაერო ძალების ომის კოლეჯის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის საჰაერო ძალების ომის კოლეჯის სტუდენტები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0