თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

27/09/2017

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის დასრულების 24 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გმირთა მემორიალთან საზოგადოების წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0