დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ქ. კარდიფში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უელსის პირველ მინისტრთან, კარვინ ჯონსთან, უელსის ხელისუფლებისა და ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებთან. უელსის პირველ მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უელსს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ელჩმა პირველი მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, კარვინ ჯონსმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს 18 ნოემბერს უელსსა და საქართველოს შორის რაგბის მატჩის დღეს უელსში ქართული ღვინის დეგუსტაციის გამართვის შესაძლებლობა.