თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თსუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

05/06/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს ხელი.
აღნიშნული დოკუმენტი სტუდენტური სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების საკითხებზე თბილისის მუნიციპალიტეტისა და უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, უნივერსიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, მერიასა და საკრებულოს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით უზრუნველყოფს. ამასთანავე განხორციელდება ერთობლივი პროექტები.დღესვე ანალოგიური ხელშეკრულება თბილისის მერიასთანაც გაფორმდა, რომელსაც ხელი დედაქლაქის მერმა დავით ნარმანიამ და თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მოაწერეს. ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე უნივერსიტეტის ლექტორები და პროფესორები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0