თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საახალწლო მიღება გაიმართა

29/12/2017

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საახალწლო მიღება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მათ წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა.

“გისურვებთ, რომ დამდეგი 2018 წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს. მთავარია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ქალაქისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, მსურს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით თბილისელებს მივულოცო ახალი წელი. დაე, იგი ყოფილიყოს მშვიდობის, წინსვლის, კეთილდღეობის, ხვავისა და ბარაქის წელი”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დღესვე დეპუტატებს და აპარატის თანამშრომლებს ახალი წელი საკრებულოს წევრებმა და აპარატის უფროსმა მიულოცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0