თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკით მოირეცხა

05/04/2017

თბილსერვის ჯგუფი-ის დირექტორის მოადგილის, დავით დოლიძის თქმით, აღნიშნული ტერიტორის საფუძვლიანად, სპეციალური ტექნიკით დასუფთავებას ხელს გარევაჭრობა უშლიდა.
„დღეს პირველად, მრავალი წლის შემდეგ, საფუძლიანად დასუფთავდა და მოირეცხა მეტრო „ვაგზლის მოედნისა“ და ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია. აქ პრობლემას გვიქმნიდა გარე ვაჭრობა. ჩვენი დილის მეეზოვეები საერთოდ ვერ მუშაობდნენ და ძალიან ბევრ სირთულეს ვაწდებოდით. ამ ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიასთან დაკავშირებით „თბილსერვის ჯგუფს“ მოსახლეობა ძალიან ხშირად მომართავდა. დღეიდან ვპირდებით ადგილობრივებს, რომ დილის საათებში, ყოველდღიურ რეჟიმში დასუფთავდება, შემდეგ კი, სპეციალური ტექნიკით, მოირეცხება აღნიშნული ტერიტორია“,- განაცხადა დავით დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0