თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ ჩატარდა

13/05/2017

თბილისის მერი დავით ნარმანია მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალს“ დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, საქართველოს ყველა რეგიონიდან, ოჯახური, საშუალო და დიდი მარნების 2016 წლის მოსავლი. ღონისძიების სტუმრებს ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნებისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს. რიგით მე-8 „ახალი ღვინის ფესტივალი“ თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0