თბილისში ნოდარ ახალკაცის ქუჩა გაიხსნა

25/01/2018

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან თინათინ ნიბლოშვილთან ერთად, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ქუჩა გახსნა. ქუჩა დიღმის მასივში, საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ სწორედ ამ ქუჩაზე მოხდა ბატონი ნოდარის, ამ ლეგენდარული ადამიანის ქუჩის სახელდება. მოგეხსენებათ, წელს მისი 80 წლის იუბილეა და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ბატონი ნოდარის ხსოვნასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. ქუჩის გახსნას ლეგენდარული ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ცნობილი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0