თბილისში საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები დაიწყო

12/03/2017

თბილისში საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები დაიწყო. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, დღეს, გამწვანების აქცია დიდ დიღომში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიიღო. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, 2-3 მეტრი სიგრძის 300 ძირი კვიპაროსი და ფიჭვი დაირგო. სამუშაოებს შპს თბილსერვის ჯგუფი ასრულებს. “აქტიურად დავიწყეთ საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები, დღეს პირველი ღონისძიებაა. ყოველდღიურად ქალაქის სხვადასხვა უბნებში დაირგვება ნარგავები, რათა ამ სეზონზე მაქსიმალურად ბევრი ხე დავრგოთ, მოვუაროთ და გავაუმჯობესოთ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. დღევანდელ ღონისძიებაში თბილისის მერთან ერთად თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი წერეთელი და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა მონაწილეობდნენ. საგაზაფხულო რგვების მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და სეზონის განმავლობაში ხეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0