თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თხევადი შპალიერის საწარმო ამოქმედდა

23/07/2022

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თხევადი შპალიერის საწარმო ამოქმედდა.
სოფელ მარაბდაში,კომპანიის “ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი” თხევადი შპალერის საწარმოს მოწყობისათვის ინვესტიციის მოცულობამ 220,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარზე მეტია. პროდუქცია გამიზნულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზარისათვის. კომპანიაში წარმოების პროცესს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და გაეროს. განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე გაეცნენ. სოფლის განვითარების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP Georgia) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0