თეთროსანი-ხუცუბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10/06/2017

დღეს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ გიორგი რომანაძესთან ერთად თეთროსანი-ხუცუბანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ხუცუბანი-თეთროსნის გზაზე მოეწყო 818 გრძივი მეტრი კიუვეტი, 82 გრძივი მეტრი გაბიონი და 35 გრძივი მეტრი ბეტონის კედელი. ამ ეტაპისთვის 3,7 კილომეტრიან გზის მოასფალტება მიმდინარეობს. სასოფლო გზის კეთილმოწყობა 2 დღეში დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად 839 880 ლარია გათვალისწინებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0