თელავის მერი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეხვდა

01/03/2017

ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე დუმბაძის #19 არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ,,ბალავარი” შეხვდა, მრავალსართულიანი ბინის სადარბაზოებში შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობას გაეცნო და მოსახლეობას მის მოგვარებას დაპირდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, პრობლემა უკვე ათწლეულებია არსებობს და მიუხედავად ბევრი დაპირებისა დღემდე არაფერი შეცვლილა. როგორც თელავის მერმა აღნიშნა, ამხანაგობის განცხადება სადარბაზოების რეაბილიტაციის შესახებ დაკმაყოფილდება, ხოლო რეაბილიტაცია უახლოეს ვადებში მოხდება. შეხვედრაზე იმყოფებოდა ქ.თელავის მერის წარმომადგენელი ალაზანი-კავკასიონის ადმინისტრაციულ ერთეულში თემურ ლაგაზიძე. აღსანიშნავია, რომ თელავის მერიამ უკვე ითანამშრომლა არაერთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან, რის შედეგადაც მრავალსართულიან ბინებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რაზეც ჯამში 200 000 ლარი დაიხარჯა. მერიის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 70%-დან 90%-მდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0