თელავში “ავერსის” კლინიკა გაიხსნა

დღეს თელავში “ავერსის” კლინიკა გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით. ფუნქციონირებს ღია ტიპის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია რომელიც საქართველოში პირველია.

მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Visited 436 times, 1 visit(s) today