ლანჩხუთის ტერიტორიაზე აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება

27/06/2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი მავნებლის, აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს პერიოდულად ამოწმებს მონიტორინგის ჯგუფი.
დღეის მდგომარეობით შეიწამლა 615.8 ჰა. თხილის ფართობი, სულ შესაწამლია 1999 ჰა.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა.მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0