თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა

22/01/2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა სოფლებში არსებული ვითარების შესახებ, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამებისა და ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე აქტუალურია მოსახლეობისათვის.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე კახაბერ კუპატაძესა და მოადგილე მერაბ სირაძესთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მოისმინა და ახალი დავალებები გასცა. ასევე, თანამდებობის პირებთან ერთად განიხილა თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრაზე დასმული საკითხები და შესაბამის სამსახურებს დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ეტაპობრივად ყველა სოფელში შევა და შეხვდება მოსახლეობას, რათა ადგილზე იქნას განხილული ყველა პრობლემა, რაც აწუხებს სოფლის მაცხოვრებლებს და იქვე, ხალხთან ერთად დაისახოს პრობლემის მოგვარების გზები. შემდეგი შეხვედრა გაიმართება ნახშირღელის ადმინისტრაციულ ერთეულში 26 იანვარს 12:00 საათიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0