თიანეთის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

28 ივლისს, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა არაბულმა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მანანა ნარიმანიძემ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. კერძოდ, დაბა სიონსა და სოფელ ნადოკრაში შენდება საბავშო ბაღები, ნაქალაქარში, ახალსოფელსა და ჩაბანოში კი ძველი საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება დაბა თიანეთის სოფელ თეთრახევთან დამაკავშირებელი ხიდი. წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება საყდრიონში,დევენაანთხევსა და ხევსურთსოფელში, სადაც ამჟამად ჭაბურღილი იბურღება. ამასთან, დაბა თიანეთში მიმდინარეობს ასინიზაციის სისტემის მოწყობა.

Visited 255 times, 1 visit(s) today