თორნიკე რიჟვაძემ პედაგოგთა დღე თავის პირველ მასწავლებელს მიულოცა

05/10/2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს თავის პირველ მასწავლებელს ვარდო რომანაძეს ესტუმრა და პროფესიული დღე მიულოცა. ვარდო რომანაძე ქალაქ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში (ყოფილი 26-ე სკოლა) დაწყებითი კლასების მასწავლებლად 50 წელი მუშაობდა. დამსახურებულ პედაგოგს ამ ხნის მანძილზე 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს აღზრდილი. თორნიკე რიჟვაძემ მას ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა და ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.
ვარდო რომანაძის სახლში ნახევარი საუკუნის მანძილზე გადაღებული ყველა სადამრიგებლო კლასის ფოტოა შემონახული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0