თორნიკე რიჟვაძე ამერიკელ დიპლომატებს შეხვდა

24/09/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკელ დიპლომატებს რეგიონში მიმდინარე პროექტებზე, ასევე სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებებზე ესაუბრა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო საქმეთა ოფიცერთან აცუკი ტაკაჰაშისთან და აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან ქრისტი მორდჰოსთთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ტრეფიკინგთან ბრძოლის თემას, რაც საზღვრისპირა რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0