თორნიკე რიჟვაძე ინდოეთში შეხვედრებს მართავს

12/09/2017

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე საქართველო-ინდოეთის მთავრობათაშორისი სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის რიგით მე-3 კომისიის ფარგლებში ინდოეთში შეხვედრებს მართავს.
თორნიკე რიჟვაძე კომპანია „Tata Sons Limited”ის სტრატეგიულ ხელმძღვანელს მუკუნდ გოვინგ რაჯანს შეხვდა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო პროექტები გააცნო.
„Tata Sons Limited” მართავს და ავითარებს უმსხვილეს ინდურ ტრანსნაციონალურ კომპანია „ტატა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს. კომპანია ინვესტიციებს დებს ახალ ბიზნესებში და ხელს უწყობს მათ ზრდას, ინარჩუნებს აქციებს მსხვილ საოპერაციო კომპანიებში. კომპანიის წლიური ბრუნვა 100 მლრდ დოლარს აჭარბებს.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი ინდოეთში სამ დღიანია და 14 სექტემბერს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0