თუ ისევ იმედი ექნებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაურიგებს ხალხს ფულს, ნამდვილად არაფერი შეიცვლება

ის, რომ არჩევნებზე ხალხი არ აპირებს მისვლას იმ მიზეზით, რომ არაფერი შეიცვლება, არასწორია, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.

“ის, რომ არჩევნებზე ხალხი არ აპირებს მისვლას იმ მიზეზით, რომ არაფერი შეიცვლება, არასწორია. ქართველები მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ არ არის ნორმალური, როდესაც ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავდივართ. იყო ერთი უკიდურესობა, როდესაც პრეზიდენტი იძახდა ნულოვან ტოლერანტობაზე და ყველას ციხით ემუქრებოდა და როდესაც საუბედუროდ, ადამიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ, აქ არის მეორე უკიდურესობა, როდესაც ხელისუფლება სრულიად უუნაროა და ვხედავთ, რომ პოლიცია თავისი უფლებების განხორციელებას ვერ ახერხებს”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი იმედოვნებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება.

“იმედია, ეს ხელისუფლება შეიცვლება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. იმედი მაქვს, ამომრჩევლები გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბევრი ამბობს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, რაც ყველაზე დიდი შეცდომაა. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ ადამიანებს ნიჰილიზმი ჩაუნერგოს, რომ ცოტა ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და ხელისუფლებამ შედეგების გაყალბება შეძლოს. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამბობს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება რაც დიდი შეცდომაა. მე ვეტყვი ხალხს, თუ არ მოვლენ არჩევნებზე არაფერი შეიცვლება. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ჭაობი ჩამოყალიბდა და ჩვენი თანამოქალაქეები თუ ისევ მათ დაუჭერენ მხარს, ვინც ეს ჭაობი ჩამოაყალიბა და რეალურად არაფერს აკეთებს, თუ ისევ იმედი ექნებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაურიგებს ფულს ხალხს, ნამდვილად არაფერი შეიცვლება და ნურც პრეტენზია ექნებათ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Visited 133 times, 1 visit(s) today