იან კელიმ მიხეილ ჯანელიძეს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მიულოცა

03/02/2017

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იან კელისთან.
შეხვედრის დასაწყისში, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და მაღალი დონის ორმხირივი ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა მზადყოფნა გაღრმავდეს თანამშრომლობა ყველა არსებულ ფორმატში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზების საკითხს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0