ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

15/08/2018

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.
ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას. სომხეთის ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0