ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

28/06/2017

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს იან ჯეჯიჩაკს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს, ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
საქართველოს ელჩმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0