ილია ელოშვილი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

14/08/2017

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და მინისტრის მოადგილეები მარიამ ვალიშვილი და თორნიკე რიჟვაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციას, რომელიც 13-16 აგვისტოს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ქალბატონი იუ სინ ჰი -კორეა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის უფროსი ხელმძღვანელობს. მინისტრი პარლამენტარებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პროცესებზე, ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე ესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0