ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს

28/04/2017

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარდისუბნის დასახლებაში, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები; კერძოდ, მოეწყო 128 მ. სიგრძის გზის დამცავი გაბიონი, რომელიც მოსახლეობას წვიმისგან გამოწვეული საფრთხისა და დატბორვისგან დაიცავს. განხორციელებული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურთან ერთად, მოინახულა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა-ვაჟა ჩოხელმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0