ირაკლი გივიაშვილმა ტორბიორნ იაგლანდს რწმუნებათა სიგელები გადასცა

31/08/2017

საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი გივიაშვილსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შორის. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების მთავარი მიმართულებები, ხაზი გაესვა იმ დადებით დინამიკას, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0