ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო

13/02/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ირაკლი კობახიძემ, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმი მოინახულა.
პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო და ხსოვნის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ ხაბაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი კოვზანაძე, კობა ნაკაიძე, რამაზ ნიკოლეიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0