ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირისა და UNDP- ის პროგრამის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

13/09/2017

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის მენეჯერს, სოფო გურულს და ამ პროექტის ექსპერტს, მიხეილ კუკავას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდგომი ინპლემენტაციისთვის აუცილებელ საკითხებს. მხარეებმა იმსჯელეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლზე ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საქმიანობაში.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ UNDP-ის პროგრამაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და სტუმრებს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0