ირაკლი კუჭავამ, სოფელ გუთურში საჯარო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან და სოფლის ხელმძღვანელთან ერთად, სოფელ გუთურში საჯარო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 345 000 ლარია, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მშენებლობა, რომელსაც კომპანია შ.პ.ს. „ენენ ჯგუფი“ასრულებს, 12 თვეში დასრულდება.

Visited 76 times, 1 visit(s) today