ირაკლი ტაბაღუა ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მივიდა

19/12/2017

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, იმ საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა. რუსთავის მერმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ირაკლი ტაბაღუა დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. რუსთავში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის #3 საცხოვრებელ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0