ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს და ელჩის პირველ მდივანს ოლეგ პოგონეცს შეხვდა

24/10/2017

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს და ელჩის პირველ მდივანს ოლეგ პოგონეცს შეხვდა.
ირაკლი ქადაგიშვილმა იგორ დოლგოვს რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტები გააცნო და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის და სამუშაო გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნებს შორის, როგორც კულტურული ასევე, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობის განსამტკიცებლად კახეთის და უკრაინის რეგიონების დამეგობრება იგეგმება.
შეხვედრას თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი ესწრებოდნენ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0