ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ესპანეთი-ინგლისის საფეხბურთო მატჩს დაესწრო

08/07/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, შვილთან და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ბათუმში უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრო. ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და ინგლისის გუნდები დაუპირისპირდნენ. ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0