იუჟნიში დამეგობრებული ქალაქების სახელობის პარკი გაშენდება

30/10/2017

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ქ. იუჟნის მერ ვლადიმერ ნოვაცკთან და უკრაინაში საქართველოს კონსულ თორნიკე ბერეკაშვილითან ერთად საქართველოს სახელობის სკვერი საზეიმოდ გახსნა. ქ. იუჟნიში დამეგობრებული ქალაქების სახელობის პარკი გაშენდება, პროექტის მიხედვით ერთ-ერთი პირველი საქართველოს სახელობის სკვერი იყო.
სკვერში ქართული ეთნოგრაფიულ-კულტურული კუთხეები იქნება წარმოდგენილი. პროექტის განხორციელების შედეგად იუჟნის მოსახლეობას საშუალება ექნება გაეცნონ ქართულ ტრადიციებსა და კულტურას.
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ქ. იუჟნიში სამ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დაესწრო იუჟნის მერიის ახალი შენობის გახსნას, ასევე დაათვალიერა ახლადგანხორციელებული პროექტები და ქალაქის ღირსშესანიშნაობები.
ქობულეთსა და იუჟნს შორის უთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2008 წლის შემოდგომაზე გაფორმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0