კარგია, რომ უმრავლესობა უსმენს პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს

26/10/2017

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანი უფლებათა დაცვის საკთხებში კახა კოჟორიძე არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ უმრავლესობის კრიტიკას ეხმაურება.
„ძალიან კარგია, რომ უსმენენ პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენენ და არ ეცნობიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ეუთოს, ODIR-ის, NDI-ის და ძირითადი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც ყველა ერთად, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთელ ამ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0