კახა კალაძე ვეტერანებსა და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს შეხვდა

27/09/2017

„მჯერა, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ამისთვის საჭიროა ეკონომიკურად ძლიერი და წინწასული ქვეყანა ავაშენოთ“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს ვეტერანებთან და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ყველა პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი ძლიერი ეკონომიკის პირობებში. „მე ყველას მოგიწოდებთ ერთობისკენ. ყველამ ვიცით რამხელა ძალა აქვს ერთობას, ეს დავანახეთ მსოფლიოს 2012 წლის 1 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც არავის ეგონა, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით შევძლებდით ჩაგვენაცვლებინა წინა ხელისუფლება. ახლაც რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო ქალაქის მერი. კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს. შესაბამისად, მე მზად ვარ შევიდე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, რადგან შეუძლებელია მარტო შეეჭიდოს ადამიანი ამ პრობლემებს. მე მაქვს ყველა თქვენგანის იმედი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემი იმედი“ – განაცხადა კახა კალაძემ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0